9.02.2015

XXI საუკუნის მოქალაქე –– პროექტი

პ რ ო ე ქ ტ ი
თერჯოლის #1 საჯარო სკოლის
 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
 ასმათ ჩიტორელიძე
პროექტის ხელმძღვანელი: თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი ასმათ ჩიტორელიძე
პროექტის  აქტუალობა: ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს  შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთანავე, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს  გონებრივ  და ფიზიკურ უნარ–ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება–მოვალეობების გაცნობიერებაში.
        ამიტომ საჭიროა, ისინი თავად ჩაწვდნენ ამა თუ იმ პრობლემის არსს, რომელიც დღესდღეობითაა აქტუალური, რათა განსაზღვრონ ქვეყნის  ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი  პასუხისმგებლობა.
         გამოეხმაურონ  რეალურ  საზოგადოებრივ პრობლემას. შეეცადონ არსებულ ვითარებაზე ზემოქმედების მოხდენას. მყარად  დააფიქსირონ  საკუთარი პოზიცია  და  შეძლონ მკითხველის დარწმუნებაც საკუთარი პოზიციის სისწორეში (მსჯელობის, არგუმენტირების, მაგალითების საშუალებით).
პროექტის მიზნები:
Ø  ანსაზღვრონ პუბლიცისტური წერილის მახასიათებლები და შესაბამისი  ,,სქემით“ დაწერონ  წერილი საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე;
Ø  კაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი დამოკიდებულება ფაქტისადმი, მოიყვანონ არგუმენტები პოზიციის გასამყარებლად  და ადეკვატურად შეაფასონ სიტუაცია;
Ø  ფექტურად გამოიყენონ ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური  რესურსები.
ონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1მარტიდან–17 აპრილამდე (2013 წელი).
პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას:
1.ელექტრონული ფოსტა meshvideaklasi@gmail.com (მისამართი––gmail.com);
2. ბლოგი meshvideaklasi@gmail.com (მისამართი––meshvideaklasii.blogspot.com);
3. ალბომი––,,XXI საუკუნის მოქალაქის წერილები საზოგადოებას“, რომელშიც მათი პუბლიცისტური წერილები შევა;
4. საიტი chveniklasi.ucoz.de;
5. სურათები  საიტისა  და  ბლოგისათვის.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი–ინტერნეტი;  ფურცლები, ფერადი კალმები; სხვადასხვა ინტერნეტრესურსი; ლიტერატურა (რომელშიც მასალას მოიძიებს წერილისათვის).
პროექტის მსვლელობა:
1.      იდეის გაცნობა;
2.      საიტის გახსნა;
3.      ელექტრონული ფოსტის გახსნა;
4.      ბლოგის გახსნა;
5.      წერილების დამუშავება;
6.      წერილების გადმოგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე;
7.      წერილების ატვირთვა საიტსა და ბლოგზე;
8.      სურათების მომზადება;
9.      ალბომის შექმნა.
საგანთან/ე.ს.გ.–სთან კავშირი: 
VII.7 ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს(იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისაგან, გამოაქვს დასკვნები; ამოიცნობს და ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, მოვლენებს შორის;
VII.10 მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან);
VII.14 დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის) დახმარებით, ასწორებს  პუნქტუაციურ, სტილისტურ  და ორთოგრაფიულ შეცდომებს.      
 საქმიანობა: 1. იდეის წარმოშობა (შევისწავლეთ ილიასა (,,რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“) და ვაჟას (,,ენა“) პუბლიცისტური წერილები; დეტალურად გავაანალიზეთ პუბლიცისტური წერილის ყველა მახასიათებელი (იგი რეალურ საზოგადოებრივ პრობლემას ეხება; მისი მიზანია არსებულ ვითარებაზე ზემოქმედების მოხდენა; ავტორის პოზიცია შეუფარავადაა გადმოცემული; ტექსტი მკითხველს თანამოსაურედ, დიალოგის მონაწილედ აქცევს).  დავამუშავებინე თემები (დაეწერათ დღევანდელი პრობლემების შესახებ; მათ იმდენად საინტერესო წერილები დაწერეს, რომ გადავწყვიტე  კლასისათვის შემეთავაზებინა ბლოგის შექმნის იდეა, რაც ძალიან მოეწონათ)( 1 მარტი).
      2. ერთ–ერთმა მოსწავლემ შემომთავაზა  საიტის გახსნა, რომელზეც განთავსდებოდა მათი წერილებიც, სხვადასხვა გამოკითხვა თუ  ტესტი (1 მარტი);
     3. მან (გიორგი რობაქიძემ) გახსნა საიტი meshvideklasi.ucoz.com;
     4. გავხსენი ელექტრონული ფოსტა meshvideaklasi@gmail.com (მისამართი–– gmail.com)( 5 მარტი);
     5. შემდეგ გავხსენი ბლოგი meshvideaklasi@gmail.com (მისამართი–– meshvideaklasii.blogspot.com) (5 მარტი) ;
     6.   მოსწავლეები ძირითადად წერილებს მაწვდიდნენ (როგორც ვთხოვე) ელექტრონული ფოსტით (1. meatemeore@gmail.com  და 2. meshvideaklasi@gmail.com );
     7. წერილების ატვირთვა დავიწყე 7 მარტიდან;
     8. ანალოგიურად წერილებს უგზავნიდნენ  (ან მე ვუგზავნიდი რედაქტირებულ წერილებს)  გიორგის საიტზე ასატვირთად;
     9. მოიძიებდნენ თავიანთი წერილისათვის საჭირო  სურათებს.  ასევე მათი წერილებით  შევქმნით   ელექტრონულ და დაბეჭდილ ჟურნალს.
11 მარტი 2013 წელი    






No comments:

Post a Comment