4.16.2013

ნუ მოწევთ!!!


         გამოკვლეულია, რომ მსოფლიოში, სამწუხაროდ, მილიარდობით ადამიანი ეწევა. დადგენილია, რომ ყოველი მესამე ზრდასრული  სიგარეტის ტყვეა.
 
          ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება;  მათი კვლევით, 20 წელიწადში  ეს რიცხვი გაიზრდება და მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის მთავარ მიზეზად სიგარეტი  იქცევა.
          ცივილიზებულ ქვეყნებში მწეველთა რიცხვი უფრო და უფრო იკლებს, რაც სხვადასხვა ჯარიმების დაწესებამ განაპირობა.   იქნებ ამ ხერხმა ჩვენს ქვეყანაშიც გაჭრას, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ,,ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით––გოგონებს შორის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9 პროცენტით გაიზარდა. მოზარდთა 42,4 პროცენტი მწეველია“––ასეთია ინტერნეტში ის ციფრები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებს განგაშის ზარების შემოკვრას.

                                   მოზარდებში მწეველთა რიცხვის ზრდა  ძალიან ცუდი ტენდენციაა. ისინი ოჯახისაგან  უჩუმრად, მიმალულ ადგილებში ეწევიან.
          თბილისში ( ადრე იქ ვსწავლობდი), მე  და ჩემმა ჯგუფმა როდესაც გამოვიკითხეთ, თუ რატომ იწყებდნენ მოწევას ადრეულ ასაკში, უმეტესობამ თქვა, რომ ისინი სხვებს (მათზე დიდებს) აჰყვნენ,  რადგან მათთვის ეს ერთგვარი ,,მოდა“, ინტერესი იყო. ამით ,,პრესტიჟსაც“ მოიპოვებდნენ თავიანთ  ტოლებში.
          ვფიქრობ, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოზარდებს ამ საწამლავის შესახებ. უნდა გაიგონ, კიდევ ერთხელ, რომ სიგარეტი შეიცავს ნიკოტინს,  რომელიც კლავს (გარკვეული დოზა)   ნებისმიერ  ცოცხალ არსებას,  საწამლავ –– დარიშხანს; მისი მოწევა იწვევს სიმსივნეებს, ინსულტს, სხვადასხვა პათოლოგიას ორგანიზმში; ერთი ღერი სიგარეტი სიცოცხლეს ამცირებს 7 წუთით; თამბაქოს მიზეზით მსოფლიოში წელიწადში 3–4 მილიონი ადამიანი კვდება...       
          ხშირად  ისეც ხდება, რომ ორსული ქალები ეწევიან, რაც ბავშვისათვის უდიდეს  საშიშროებას  წარმოადგენს...
           ჩემი აზრით, ყველა უნდა შეეცადოს სიგარეტის გადაგდებას, მითუმეტეს ყველა კოლოფზე ისეთი რამ აწერია (,,მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს“, ,,მწეველები კვდებიან ადრე“, ,,მოწევა იწვევს გულის დაავადებებს“ და ა.შ.), რის გამოც ადამიანს სურვილი უნდა დაეკარგოს მისი მოწევისა.


          რაც ნაკლები იქნება მწეველი საზოგადოებაში, მით უფრო შემცირდება მოზარდთა ინტერესი ამ საშინელებისადმი და კაცობრიობის გადარჩენის  საქმეშიც  ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება!   
   
           თურმე, ათჯერ ღრმა ჩასუნთქვა ერთ სიგარეტს ცვლის; ვარჯიში შველის ამ მავნე ჩვევის აღმოფხვრას; არსებობს მრავალი საშუალება მისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დასაძლევად.
          სცადე!   იქნებ გამოგივიდეს!   გადაარჩინე საკუთარი თავი და გარშემომყოფები!
წერილის ავტორი: VIIა  კლასის მოსწავლე
ავთანდილ ობოლაძე
    














4.10.2013

ლუდი საშიშია

       ,,დოქტორი ხიონ ჩოი (Hyon Choi) და მისი კოლეგები მასაჩუსეტსიდან (Massachusetts General Hospital) 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 47 ათასი მამაკაცის ჯანმრთელობას და აფიქსირებდნენ მათ მიერ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას. კვლევის შედეგი       ასეთია: ლუდის მოყვარულებს პოდაგრა ემუქრებათ, ღვინის მოყვარულებს - არა.   ექიმების მიერ პოდაგრა განიხილება, როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. პოდაგრული პროცესი ხასიათდება სახსრების შეტევითი ტკივილებით. იგი ასევე აზიანებს სისხლძარღვებს, ძირითადად თირკმელებისა და გულის სისხლძარღვებს.
       კვლევის შედეგების მიხედვით, 47 ათასი მამაკაციდან პოდაგრით დაავადდა 730. მკვლევარების მტკიცებით, დღე-ღამეში ორი ან მეტი კათხა ლუდი 2,5-ჯერ ზრდის ამ 
 დაავადების წარმოქმნის რისკს“––ვკითხულობთ ინტერნეტში.
              ...ალკოჰოლური სასმელი სხვადასხვა რაოდენობის სპირტს შეიცავს. ასეთი სასმელებია; არაყი, ვისკი, ლუდი, პორტვეინი და სხვა. ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული სასმელია ლუდი. მოზარდებს ჰგონიათ, რომ ის მცირე რაოდენობით სპირტს შეიცავს, მაგრამ ასე არ არის. ლუდი საკმაოდ მავნებელი სასმელია და თუ მას ხშირად მოვიხმართ, ჩვენ ალკოჰოლურ სასმელებს მივეჯაჭვებით, ამიტომ მოგიწოდებთ–– ნუ მივეჯაჭვებით ალკოჰულურ სასმელებს, თორემ შეიძლება ეს ქმედება ფატალური შედეგითაც  კი  დასრულდეს! 
  
           
          დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დაუძლეველი პრობლემაა ლუდდამოკიდებულება. ეს სირთულე თავს განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იჩენს. გავრცელებულია აზრი, რომ ლუდი დაბალალკოჰოლური სასმელია, ამიტომ მისი მიღება დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ 100 მილილიტრი ლუდი 3-დან 12 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ეს სასმელი ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
           სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა საფრთხეს უქმნის ლუდი ადამიანის ორგანიზმს და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას. ლუდიესთვალსაჩინო და პირდაპირი საფრთხეა“.
           თურმე ლუდზე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ადამიანი არა მარტო კალორიების მატებამდე, არამედ გარეგნულ ცვლილებებამდეც კი მიჰყავს;  მამაკაცები ქალისთვის დამახასიათებელ ელემენტებს იღებენ. ეზრდებათ მუცელი და მკერდი. ამასთანავე, შესაძლოა ლუდმა მამაკაცი  უშვილობამდეც კი მიიყვანოს. საშიშროებას წარმოადგენს ისიც, რომ  ადამიანი  ლუდზე ფსიქოლოგიურად  დამოკიდებული ხდება.
 

        

      რატომ იწვევს ლუდი ასეთ მწვავე დამოკიდებულებას? ამაში ერთ–ერთი  ,,დამნაშავე“ სვია ყოფილა; საქმე ის არის, რომ სვია კანაფისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, სწორედ ამიტომ, იმავე თვისებებს ფლობს, რასაც კანაფი, რომელიც   ერთ–ერთი ნარკოტიკული საშუალებაა. უფიქრია თუ არა ვინმეს, როცა ლუდს შეექცეოდა, რომ ამ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში ხვდება ნივთირება, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების თვისებები გააჩნია?
          ლუდს შეუძლია თვალის დაავადებების გამოწვევაც.
          მინდა აღვნიშნო, რომ ის აზრიცაა გავრცელებული––ლუდი დაბერების პროცესს აფერხებსო...
          თუმცა მაინც ვთვლი, რომ  ცხოვრების ჯანსაღი სტილი და ლუდი ერთმანეთთან შეუთავსებელია!

წერილის ავტორი: VIIკლასის მოსწავლე
ლაშა ჭელიძე