დღესდღეობით ძალიან ბევრი რამ არის
იმისთვის შექმნილი, რომ ტექნოლოგიურად ადამიანს არანაირი პრობლემა არ შეექმნას.
სულ ახლო წარსულს რომ გადავხედოთ: ადამიანმა გამოიგონა რადიო, რადიოს
მალევე მოჰყვა ტელევიზორი, ტელევიზორს––მობილური და კომპიუტერი და ასე გაგრძელდება სამყაროს
დასასრულამდე. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა ამოუწურავი და განუსაზღვრელი
ფენომენია, სურვილი კი, მეტი შექმნას, დაუძლეველი. ახალი
გამოგონებები და წინსვლა კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანებმა ჯეროვნად
ვერ შეაფასეს, უფრო სწორად კი,
ადამიანმა ზედმეტად და არამიზანშეწონილად გამოიყენა იგი. კომპიუტერის
მაგალითი რომ ავიღოთ, მას
უამრავი დადებითი და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ბევრი –უარყოფითიც აქვს: მე მაინც ჩემი თაობისა და კომპიუტერის ,,ურთიერთობაზე“ მინდა ვისაუბრო. გამოკვლეულია,
რომ, როდესაც ბავშვი სკოლიდან ბრუნდება (ან მასწავლებლიდან) და მაშინვე მიუჯდება
კომპიუტერს, ამ დროს ტვინი უცებ შეიცვლის აზროვნებას და გაკვეთილებიდან სწრაფად
გადაერთვება კომპიუტერზე, რაც იწვევს ნერვული სისტემის მოშლას. გარდა ამისა, ე.წ. სკამზე ჯდომისას ბავშვი
ძალაუნებურად მოხრილია, რაც იწვევს ხერხემლის პრობლმას, და კიდევ
ერთი––კომპიუტერის ეკრანს (მონიტორს) აქვს გამოსხივება, რაც თვალების დაზიანებას
იწვევს.
რა არის ე.წ. CVS სინდრომი და როგორ დავიცვათ ბავშვები მისგან? ,,CVS სინდრომი არის გარკვეული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით და გულისხმობს მხედველობის გადაძაბვას“, რადგან კომპიუტერის ეკრანზე არსებული სიტყვები და ნახატები მსუბუქად ციმციმებენ, რაც თავისთავად მხედველობას ძაბავს. CVS სინდრომის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია კომპიუტერთან მუშაობისათვის არასწორად შერჩეული სათვალე ან ლინზები. ამ დროს ბავშვი ცდილობს მოხერხებულად დაჯდომას, რათა უკეთ დაინახოს. ეს კი იწვევს მხედველობისა და არასწორი ჯდომისაგან შექმნილ პრობლემებს.
მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ
კომპიუტერი ბავშვებს ,,ქუჩას“ აშორებს და ეს კარგია, ამას ვერ უარვყოფთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ კომპიუტერული თამაშები ისეთი აზარტული და ხშირად სახიფათოცაა, რომ განსაზღვრაც
ძნელია, კომპიუტერი სჯობს ზოგიერთ შემთხვევაში თუ ე.წ. ,,ქუჩა“. თუ იმასაც
გავიხსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდამ თავი ერთ–ერთი თამაშის გმირად
წარმოიდგინა და დედაც და მისი სკოლის უამრავი ბავშვი შეიწირა, თავადაც თავი
მოიკლა...
ფსიქოლოგებისა და პედიატრების აზრით
10–12 წლის ბავშვები ნებისმიერი ეკრანის წინ დღეში მაქსიმუმ 2 საათს უნდა
ატარებდნენ.
მშობლებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ
ის ფაქტიც, რომ საბრძოლო–საომარი თამაშების ასაკობრივი შეზღუდვა 16–18 წელია,
არადა ასეთი თამაშებია სწორედ პოპულარული 10–11 წლის ბავშვებში.
კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ასევე
იწვევს ფსიქოლოგიურ გადაღლას, რაც ბავშვში ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანების,
აგრესიის პროვოცირებას ახდენს. ასეთ ბავშვებს უჭირთ კონტაქტი ოჯახის წევრებთან, თანატოლებთანაც; ისინი ნელ–ნელა წყდებიან
რეალურ ცხოვრებას და საკუთარ თავში იკეტებიან.
რეკომენდაციები კი ასეთი შეიძლება იყოს: არ
გააკეთოთ ეკონომია მონიტორის ყიდვისას; აკონტროლეთ ბავშვის კომპიუტერთან ჯდომის
დრო და ის, თუ რა თამაშს თამაშობს იგი; მიაჩვიეთ ისინი კომპიუტერთან სწორად ჯდომას;
სპეციალისტთან შეუძინეთ სათვალე ან ლინზები; ხშირად აკონტროლეთ მათი მხედველობა თუ
ჯანმრთელობა; შეეცადეთ შეაყვაროთ
წიგნი; მიეცით საშუალება ხშირად ითამაშონ
თანატოლებთან ერთად; იყავით მუდამ მათ
გვერდით, როდესაც ეს მათ სჭირდებათ!
წერილის
ავტორი: VIIა კლასის
მოსწავლე
გიორგი რობაქიძე
No comments:
Post a Comment