4.10.2013

ლუდი საშიშია

       ,,დოქტორი ხიონ ჩოი (Hyon Choi) და მისი კოლეგები მასაჩუსეტსიდან (Massachusetts General Hospital) 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ 47 ათასი მამაკაცის ჯანმრთელობას და აფიქსირებდნენ მათ მიერ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას. კვლევის შედეგი       ასეთია: ლუდის მოყვარულებს პოდაგრა ემუქრებათ, ღვინის მოყვარულებს - არა.   ექიმების მიერ პოდაგრა განიხილება, როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. პოდაგრული პროცესი ხასიათდება სახსრების შეტევითი ტკივილებით. იგი ასევე აზიანებს სისხლძარღვებს, ძირითადად თირკმელებისა და გულის სისხლძარღვებს.
       კვლევის შედეგების მიხედვით, 47 ათასი მამაკაციდან პოდაგრით დაავადდა 730. მკვლევარების მტკიცებით, დღე-ღამეში ორი ან მეტი კათხა ლუდი 2,5-ჯერ ზრდის ამ 
 დაავადების წარმოქმნის რისკს“––ვკითხულობთ ინტერნეტში.
              ...ალკოჰოლური სასმელი სხვადასხვა რაოდენობის სპირტს შეიცავს. ასეთი სასმელებია; არაყი, ვისკი, ლუდი, პორტვეინი და სხვა. ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული სასმელია ლუდი. მოზარდებს ჰგონიათ, რომ ის მცირე რაოდენობით სპირტს შეიცავს, მაგრამ ასე არ არის. ლუდი საკმაოდ მავნებელი სასმელია და თუ მას ხშირად მოვიხმართ, ჩვენ ალკოჰოლურ სასმელებს მივეჯაჭვებით, ამიტომ მოგიწოდებთ–– ნუ მივეჯაჭვებით ალკოჰულურ სასმელებს, თორემ შეიძლება ეს ქმედება ფატალური შედეგითაც  კი  დასრულდეს! 
  
           
          დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დაუძლეველი პრობლემაა ლუდდამოკიდებულება. ეს სირთულე თავს განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იჩენს. გავრცელებულია აზრი, რომ ლუდი დაბალალკოჰოლური სასმელია, ამიტომ მისი მიღება დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ 100 მილილიტრი ლუდი 3-დან 12 პროცენტამდე ალკოჰოლს შეიცავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ეს სასმელი ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
           სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა საფრთხეს უქმნის ლუდი ადამიანის ორგანიზმს და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას. ლუდიესთვალსაჩინო და პირდაპირი საფრთხეა“.
           თურმე ლუდზე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ადამიანი არა მარტო კალორიების მატებამდე, არამედ გარეგნულ ცვლილებებამდეც კი მიჰყავს;  მამაკაცები ქალისთვის დამახასიათებელ ელემენტებს იღებენ. ეზრდებათ მუცელი და მკერდი. ამასთანავე, შესაძლოა ლუდმა მამაკაცი  უშვილობამდეც კი მიიყვანოს. საშიშროებას წარმოადგენს ისიც, რომ  ადამიანი  ლუდზე ფსიქოლოგიურად  დამოკიდებული ხდება.
 

        

      რატომ იწვევს ლუდი ასეთ მწვავე დამოკიდებულებას? ამაში ერთ–ერთი  ,,დამნაშავე“ სვია ყოფილა; საქმე ის არის, რომ სვია კანაფისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, სწორედ ამიტომ, იმავე თვისებებს ფლობს, რასაც კანაფი, რომელიც   ერთ–ერთი ნარკოტიკული საშუალებაა. უფიქრია თუ არა ვინმეს, როცა ლუდს შეექცეოდა, რომ ამ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში ხვდება ნივთირება, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების თვისებები გააჩნია?
          ლუდს შეუძლია თვალის დაავადებების გამოწვევაც.
          მინდა აღვნიშნო, რომ ის აზრიცაა გავრცელებული––ლუდი დაბერების პროცესს აფერხებსო...
          თუმცა მაინც ვთვლი, რომ  ცხოვრების ჯანსაღი სტილი და ლუდი ერთმანეთთან შეუთავსებელია!

წერილის ავტორი: VIIკლასის მოსწავლე
ლაშა ჭელიძე



No comments:

Post a Comment