3.21.2013

,,კოჰაბიტაცია“

   ჩემ  მიერ მოძიებულ სტატიაში საუბარია ბატონ ბიძინა ივანიშვილის დადებით  მხარეებზე.  ვფიქრობ,  ეს ადამიანი უდიდესი პიროვნებაა...  
       ...საქართველოში  გავრცელდა ხმა და ვიდეოკადრები, რომელშიც პრეზიდენტი ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხელით ეხება, სწორედ რომ ბიძინასადმი პოზიციურად მიმხრობის გამო –– ეს დაუშვებელია!   ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი ცოდვაა,  რაც კი ქვეყანაზე არსებობს...  როგორც ვთქვი, არის  ამის დამამტკიცებელი ვიდეო კადრები...  
    ვიცი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან ეკლესიური გახლავთ.                           
        ასევე შემიძილია ვთქვა, რომ  ჩვენს პრემიერს საქართველოს აყვავებისა   და  ფეხზე დადგომისათვის მრავალი  კარგი საქმე აქვს გაკეთებული, რაც შემდგომში ხშირად არ გამოჩენილა.  როგორც ამბობენ,  საქართველოში ერთ–ერთი ულამაზესი ტაძრის,  სამების,  მშენებლობაში  დღევანდელმა პრემიერ–მინისტრმა  ძალიან დიდი   თანხა ჩადო.                 
           ჩვენ, ალბათ, ვხვდებით, რომ ბატონ ბიძინასა და უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, და ეს  ასეც უნდა იყოს, რადგან ქვეყნის ეს  ორი მესაჭე  ბევრ საკითხზეა საზოგადოებასთან პასუხისმგებელი და ქვეყნის წინსვლას სწორედ მმართველთა  ,,კოჰაბიტაცია“ განაპირობებს,––ეს მათ შესანიშნავად იციან და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაფერს აკეთებენ...
            ჯერ კიდევ 2011 წელს უწმინდესი და უნეტარესი ამბობდა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს საპატრიარქოში მობრძანდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე და განსაკუთრებით, საქართველოს მომავალზე, საქართველოს დღევანდელ დღეზე.  და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“...    ასევე შემიძილია ვთქვა, რომ  ჩვენს პრემიერს საქართველოს აყვავებისა  და  ფეხზე დადგომისათვის მრავალი  კარგი საქმე აქვს გაკეთებული, რაც შემდგომში ხშირად არ გამოჩენილა.          
                     
            ილია II–ის დამსახურებად მიმაჩნია ისიც, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთ სუფრასთან ჩანან ამ სურათში:
 
             მოგეხსენებათ, რომ  პრემიერსა და საქართველოს პრეზიდენტს არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა, ისიც ჩანს, რომ მათ არც ისე კონფლიქტური შეხვედრა  ჰქონდათ;  ისაუბრეს ქვეყნის პრობლემებზე. როგორი შედეგიც არ უნდა მოჰყოლოდა ამ ფაქტს, საუბარი მაინც  წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია და მე, როგორც საქართველოს მომავალს, მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა, მართლაც, გაბრწყინდება...  
                  
             მე  ჩემი აზრი დავაფიქსირე, ახლა კი თქვენ გისმენთ, ქართველებო!
       წერილის ავტორი: VIIკლასის მოსწავლე ანა ცხადაძე

3.20.2013

დედამიწა ჩვენს ხელთაა! მოვუფრთხილდეთ გარემოს !!!



                      იცით? 
მე გული შემტკივა ჩვენს გარემოზე, ჩვენს ბუნებაზე, ზოგი  ხომ ისე დაუდევრად ექცევა მას...
           მოვრჩეთ, ხალხნო!.. ამ ჰაერით ხომ ისევ ჩვენ ვსუნთქავთ, ისევ  ჩვენ ვცხოვრობთ ამ ბუნებაში?!  მოვუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მას!..
             ბევრჯერ მინახავს ქუჩები დანაგვიანებული; ხეებზე გადაფენილი  პოლიეთილენის პარკები, ძირს დაყრილი მზესუმზირის კანები...
          თუმცა, ზოგს რომ ჰკითხო:
           –– ეს ხომ ჩვენი მოვალეობა არ არის?!.  მერე რა, თუ დილის 6 საათიდან ჩვენი მეეზოვეები საქმეს  შეუდგებიან და ჩვენს ქალაქს ამ სიბინძურეს მოაშორებენ!..
            –– ეს მათი მოვალეობაა...–– ალბათ, ასე იმართლებენ თავს... არ ფიქრობენ, რომ თავადაც ევალებათ ელემენტარული კულტურა გამოიჩინონ ქუჩაში და არ დაანაგვიანონ!  

        სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან მეც  დამვიწყებია   თითოეული ჩვენგანისა და, მათ შორის, ჩემი ვალიც, არ დავაბინძურო  გარემო და,  უნებურად დამიყრია ძირს ნაგავი,  თუმცა  მივბრუნებულვარ და ამიკრეფია... 
            მოდით, დავფიქრდეთ და მივხვდებით, რას ვაკეთებთ, რას ვაფუჭებთ!  მოდით, ერთად ვიზრუნოთ გარემოზე! ის ხომ ჩვენთვის მასაზრდოებელი წყაროა! გვახსოვდეს, იმ ტოტს ნუ ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ! ჩვენი დაუდევრობა ხომ პირდაპირ გლობალურ პრობლემებს ქმნის და სამყაროს უფსკრულისაკენ მიაქანებს, რადგან მცირედით იწყება დიდი პრობლემები.
                                               რომელი გირჩევნიათ?
            
        ალბათ, ხვდებით, მე ამ სიტყვებით ბევრს ვერაფერს ვერ ვიზამ, თუ ყველამ არ გაითავისა ეს პრობლემა...
             XXI საუკუნის მოქალაქეებო, მოდით, ერთად დავდგეთ და მოვუწოდოთ ხალხს, რომ ბუნება არ დავანაგვიანოთ  და მოვუფრთხილდეთ მას!  კმარა, რასაც  ქარხნები, მანქანები, სხვადასხვა გამოსხივება და  ა.შ. აზიანებს მას...  ადამიანებმა  მივიყვანეთ აქამდე  დედამიწა და ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ მის გადარჩენაზე,..  ეს კი იმით იწყება, რომ ყველამ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ!!!   

წერილის ავტორი:VII–ა კლასის მოსწავლე ანა ფოცხვერაშვილი

3.13.2013

გვეკუთვნის თუ არა ქართველებს კავკასიური ნაგაზი

                 ნაგაზი –– მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან–საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი ,,თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი) და ,,მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც  მივიღოთ და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია.                                 
        


  ნაგაზების ტრადიციული მეჯიშეები განსაკუთრებით თუშები იყვნენ, რადგან ისინი, ძირითადად,  მეცხვარეობას  ეწეოდნენ, ტრადიციულად თავიანთ ცხვართან ერთად მომთაბარეობდნენ და ყველგან ავრცელებდნენ  ამ ძაღლებს. 
           საუკუნეების მიჯნაზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთმა ,,კავკასიური  მეცხვარული ძაღლი (Кавказская Овчарка)“ და მისი სტანდარტი საერთაშორისო მასშტაბით დაარეგისტრირა, როგორც რუსული ჯიში. მათ აღრიცხეს ნაგაზები და თავიანთ ძაღლსაშენებში წაიყვანეს.
           საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია (,,სკფ“) ძალიან ბევრს ცდილობდა  ამ ძალზე უნიკალური ჯიშის გადარჩენას, თუმცა ხელისუფლება და ხალხი, თითქოს, არ იყვნენ დაინტერესებულნი ამ საქმით, რადგან ისინი აინუნშიაც არ აგდებდნენ ამ ქართული ჯიშის სხვა ქვეყნისაგან მიტაცებას.


       ამ მხრივ აღსანიშნავია აჭარის ყოფილი მმართველის, ასლან აბაშიძის, ძალისხმევა, დაებრუნებინა ეს ქართული ჯიში საქართველოსათვის. მან არაერთი კინოლოგი გაგზავნა რუსეთში და რამდენიმეთვიანი ,,ბრძოლის“ შემდეგ, ჩამოაყვანინა საქართველოში ამ ჯიშის ძაღლები. რა თქმა უნდა, ძაღლებისათვის საჭირო იყო სპეციალური მოვლა, რისთვისაც ბაზა საქართველოში ნამდვილად არ იყო  და  ასლან აბაშიძე შეუდგა ამ საკითხის მოგვარებასაც.
           პირველივე დაარსებულ ძაღლსაშენში აღზარდეს განსაკუთრებული ძაღლი–,,სიმბა“, რომელმაც ძაღლების პირველ გამოფენაზევე, 2000 წელს, მილანში, მსოფლიოს პირველობის თასი მოიპოვა.  აღსანიშნავია აქვე აღზრდილი ძაღლი ,,ბასმაჩი“,  მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი.  დღეს სიმბა აღარ არის ცოცხალი, თუმცა მაინც ახსოვს მსოფლიოს მისი სახელი, ხოლო მისი შთამომავლები კი მის წარმატებებს აგრძელებენ, უპირველესად ,,ბუთქუნა“ (მან 2010–სა და 2011 წლებში ევროპის პირველობა მოიპოვა).  აღსანიშნავია აქვე აღზრდილი ძაღლი ,,ბასმაჩი“, მრ
ავალგზის მსოფლიო ჩემპიონი. 
                                                                           


          ქართულ ძაღლთსაშენებში ამჟამად მთავარ მიმართულებადაა მიჩნეული საკმაოდ იშვიათი  ჯიშის თეთრი ნაგაზების მოშენება, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნილებაა. აგრეთვე, ჩვენი უნიკალური ჯიშის ძაღლთა პოპულარიზაციისათვის  აუცილებელია 2–3 სპეციალიზებული ქართველი კინოლოგისა და მსოფლიო რანგის მსაჯის არსებობა.
  
              თუ ჩვენ დავიბრუნეთ, გავზარდეთ და უამრავი გამოფენა მოვაგებინეთ კავკასიურ ნაგაზს, მაშინ გამოდის, რომ  ვერავინ ვერ გაზრდის მას ისე, როგორც ქართველი... და თუ ქართველი ზრდის მას ყველაზე კარგად, ეს ფაქტი  ხომ  ამტკიცებს, რომ  კავკასიური ნაგაზი ჩვენია და ის მშობლიურ გარემოში ყველაზე უკეთ  იზრდება?!

წერილის ავტორი:VIIკლასის  მოსწავლე
ავთანდილ კუბლაშვილი


3.12.2013

,,საქართველოს პარლამენტი დარჩეს ქუთაისში თუ დედაქალაქს დაუბრუნდეს"?


        გაზეთ ,,თერჯოლაში“ გამოქვეყნდა წერილი სათაურით: ,,საქართველოს პარლამენტი დარჩეს ქუთაისში თუ დედაქალაქს დაუბრუნდეს“?–– ეს თემა საზოგადოების  დიდ ინტერესს იწვევს,  უფრო და უფრო  აქტუალური ხდება. ,,ქუთაისსა და ქუთაისელებს აღარ ეთმობათ მთავარი საკონსტიტუციო ორგანო და სურთ ქუთაისში დარჩეს“,–– წერილის ავტორი  ამბობს, რომ პარლამენტი პირვანდელ ადგილსამყოფელს უნდა დაუბრუნდეს და დედაქალაქში უნდა გადავიდეს, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს.
               აზრთა სხვადასხვაობაა, როგორც ვიცით, პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთაც, საზოგადოებაში.
               უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის მუშაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამას ემატება ისიც, რომ პარლამენტს გაუჭირდება მთავრობასთან მუშაობა (სიშორის გამო) და იძულებულნი იქნებიან სულ გზაში იყვნენ.


                 ,,საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუცია საერთოდ არ უნდა განსაზღვრავდეს პარლამენტის ადგილსამყოფელს.  მათი მოსაზრებით, პარლამენტის ადგილმდებარეობა პარლამენტის რეგლამენტით უნდა განისაზღვროს (netgazeti.ge)“.
               თავისი მოსაზრება  აქვს უმცირესობასაც;  ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თბილისში  გადატანა დიდ ზიანს მიაყენებს დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კი, ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. უმცირესობის ერთ–ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა,  ,,ნეტგაზეთთან“ დეტალურად ისაუბრა იმ არგუმენტებზე, თუ რატომაც უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში. მისი თქმით–– ამით ქუთაისი განვითარდება ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. ხოლო თუ ეს ასე არ იქნება, ,,მოხდება წარსულში დაბრუნება, როდესაც ერთი ქალაქი დომინირებდა...“  
             თემა იმდენად საყოველთაოა, რომ შეიქმნა დეპუტატთა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. 
              საზოგადოების აზრიც ასევე ორადაა გახლეჩილი.  მათ აზრებს, რა თქმა უნდა, იზიარებენ, თუმცა გადამწყვეტი ხმა მაინც დეპუტატთა საკონსტიტუციო უმრავლესობას აქვს.
               მე, როგორც ამ ქვეყნის შვილსა და XXI საუკუნის მოქალაქეს, ამ საკითხზე გამაჩნია ჩემი სუბიექტური მოსაზრება და, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, სანამ აშენებას დაიწყებდნენ, მანამ გამოეკითხათ ხალხისათვის. ახლა კი, რადგან ქუთაისში არის და იქ ფუნქციონირებს, შესაძლებელია პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.

                
წერილის ავტორი: VIIა  კლასის მოსწავლე
 ნიკა კირკიტაძე