არ
გასინჯოო!!!!!!!!!!!!!!!
,,ალოკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი, რომელიც არის უფერო სითხე, აქვს სპეციფიკური გემო და სუნი. ალკოჰოლი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. ეთილის სპირტი სხვადასხვა სასმელში სხვადასხვა რაოდენობითაა. მაგალითად: ლუდში 2-6%; ღვინოში9-20%; ლიქიორში 20-40%; არაყში 40-56%; ვისკსა და ჯინში 40-55%; რომში 70-77%. ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზია, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილიც კი. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება კუჭიდან და წვრილი ნაწლავებიდან და გადადის სისხლში. თრობის ხარისხი, ანუ თავის ტვინის ნერვული სისტემაზე ალკოჰოლის ზემოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს სისხლი ალკოჰოლს: მსუბუქი თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.05%) ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ეხსნება დაძაბულობა, მაგრამ ქვეითდება რეაქციების სისწრაფე. უარესდება მანქანის მართვის უნარი. საშუალო თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა0.1%) გაუგებარი მეტყველება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, საღად მსჯელობის, საკუთარ ქცევებსა და ემოციებზე კონტროლის
დაკარგვა. მძიმე ხარისხის თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.15%) ძლიერი მოწამვლა, ბარბაცით სიარული, პრობლემები მეხსიერებასა და აზროვნებაში, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა.
ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება: (ზედოზირება) უმრავლეს შემთხვევაში ეს არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით ქრება. მაგრამ ზედოზირების დროს შეიძლება განვითარდეს კომა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და შესაძლებელია მედიცინის ჩაურევლად სიკვდილით დამთავრდეს“,––ვკითხულობთ
ინტერნეტში. მიუხედავად ასეთი გაფრთხილებებისა, მოზარდებში იმატა ალკოჰოლის
მოთხოვნილებამ, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმთელობასა
და შემდგომ განვითარებას. ის მოზარდს, როგორც ზემოთ მოწოდებულ ინფორმაციაშიც
ჩანს, უამრავ ორგანოს უზიანებს. მომხმარებლებს უუარესდებათ
ჯანმრთელობა, მეხსიერება უქვეითდებათ, ძლიერ სისუსტეს, აგრესიულობას და სხვ.
გრძნობენ, რაც უარყოფითად აისახება მათ თუ გარშემომყოფთა ცხოვრებაზე. ასევე უქვეითებს
აზროვნებას, უკარგავს საკუთარი
შესაძლებლობების კრიტიკული შეფასების, ახალი ინფორმაციის გადამუშავებისა და სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს.
დღეს, შეიძლება ითქვას, ალკოჰოლი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოციალური ,,ნარკოტიკია“. იგი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში გამოიყენება. რადგან ეს ,,ნარკოტიკი“ თავის ტვინზე ორნაირად მოქმედებს: ერთი მხრივ– ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს და შეგრძნებას აქვეითებს, მეორე მხრივ–ანტიდეპრესანტია და რეაქციების სიჩქარეს ანელებს, საკმაოდ ბევრი ეტანება მას.
რაც შეეხება მოზარდებს, რატომღაც ჰგონიათ, რომ დალევა პრესტიჟია, კარგია, თუ ხშირად
დალიე და ა.შ. რაც ნელ–ნელა მათ დამოკიდებულებას იწვევს ამ საშინელებაზე. ადამიანთა უმრავლესობას ალკოჰოლის ზომიერად მიღების გაკონტროლება შეუძლია. ისინი გართობის მიზნით სვამენ ისეთ სასმელებს, რომლებიც მაღაზიებში, ბარებსა და რესტორნებშია ხელმისაწვდომი. ხოლო ხანგრძლივი დროის მანძილზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენება კი უკვე მასზე დამოკიდებულებასა და ჯანმრთელობის შერყევას იწვევს, განსაკუთრებით კი –– თავის ტვინისა და ღვიძლის დაზიანებას, აგრეთვე კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას!..
სოფლად თუ ქალაქად, ყველა სახლის წინ ნახავთ დილიდან საღამომდე უსაქმოდ ჩამომსხდარ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველდღიურად სპირტიან სასმელს სვამენ, ამას, ცხადია, თავისი ახსნა აქვს და როგორც ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი ამბობს, სხვადასხვა კონკრეტული მიზეზის გარდა, ერთი ძალიან ზოგადი და გავრცელებული –- არასრულფასოვნების კომპლექსი იწვევს... რა არის არასრულფასოვნების კომპლექსი, როდის ჩნდება ის და რა მოაქვს შედეგად? ქალბატონი ნანა არასრულფასოვნების განცდის გამომწვევად ორ სრულიად განსხვავებულ, ერთმანეთის საპირისპირო სიტუაციას ასახელებს: ერთი, როცა მშობლები მოუცლელნი არიან, ან ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ და თითქმის ვერ ნახულობენ დროს შვილისათვის და მეორე - როცა გადამეტებული ყურადღებით, შვილზე ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრებით იწვევენ ამას.
მე გამაოცა ერთმა ფაქტმა, იმან, რომ ამ საშინელებისაკენ შეიძლება მშობელმა გაუაზრებლად ,,უბიძგოს“ შვილს თავისი
საქციელით. მე არ მინდა, რომ ჩემი თაობა ასეთი პრობლემის წინაშე დადგეს. მე
მინდა, რომ ჯანსაღი და სასახელო ქართველები ცხოვრობდნენ ჩემს სამშობლოში. ჩემი მეგობრებისათვის
არ იყოს პრესტიჟი დალევა. მინდა, რომ მათთვის
სხვა ღირებულებები იყოს მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი, სასურველი.
ცხადია, ამ პრობლემას სერიოზული გადაწყვეტა სჭირდება, თუმცა, ალბათ, არსებობს ზოგადი მითითებაც: შეინარჩუნეთ ზომიერების გრძნობა, სიმშვიდე და იყავით თქვენს შვილებთან ახლოს, დაუთმეთ მათ დრო, რადგან ეს ძალიან ამცირებს თქვენი შვილების რისკჯგუფში მოხვედრის საშიშროებას. შინაგანი დაძაბულობა, დისკომფორტი ბავშვებზე არ გადაიტანოთ.მშობლებო, დაიცავით თქვენი შვილები
ამ საფრთხისაგან! მათ მხოლოდ სითბო სჭირდებათ თქვენგან!
გახსოვდეთ, რომ, თქვენ, მშობლები, მათი დაცვა ხართ, მაგრამ დაცვა, რომელიც ფეხზე ძლივს დგას, ბავშვის ფსიქოლოგიურ საყრდენად ვერ გამოდგება. ცხადია, მთლად ვერ გავექცევით ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციის ზეგავლენას, მაგრამ ამ რჩევების გათვალისწინებითაც კი შეიძლება მივცეთ ბავშვებს მეტი დაცულობის შეგრძნება, კონტაქტი და სიყვარული... ეს მათ მომავალზე პირდაპირ
აისახება.
ავტორი
:VIIა
კლასის
მოსწავლე
ანა
ჩიტიძე
No comments:
Post a Comment