3.12.2013

,,საქართველოს პარლამენტი დარჩეს ქუთაისში თუ დედაქალაქს დაუბრუნდეს"?


        გაზეთ ,,თერჯოლაში“ გამოქვეყნდა წერილი სათაურით: ,,საქართველოს პარლამენტი დარჩეს ქუთაისში თუ დედაქალაქს დაუბრუნდეს“?–– ეს თემა საზოგადოების  დიდ ინტერესს იწვევს,  უფრო და უფრო  აქტუალური ხდება. ,,ქუთაისსა და ქუთაისელებს აღარ ეთმობათ მთავარი საკონსტიტუციო ორგანო და სურთ ქუთაისში დარჩეს“,–– წერილის ავტორი  ამბობს, რომ პარლამენტი პირვანდელ ადგილსამყოფელს უნდა დაუბრუნდეს და დედაქალაქში უნდა გადავიდეს, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს.
               აზრთა სხვადასხვაობაა, როგორც ვიცით, პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთაც, საზოგადოებაში.
               უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის მუშაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამას ემატება ისიც, რომ პარლამენტს გაუჭირდება მთავრობასთან მუშაობა (სიშორის გამო) და იძულებულნი იქნებიან სულ გზაში იყვნენ.


                 ,,საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუცია საერთოდ არ უნდა განსაზღვრავდეს პარლამენტის ადგილსამყოფელს.  მათი მოსაზრებით, პარლამენტის ადგილმდებარეობა პარლამენტის რეგლამენტით უნდა განისაზღვროს (netgazeti.ge)“.
               თავისი მოსაზრება  აქვს უმცირესობასაც;  ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თბილისში  გადატანა დიდ ზიანს მიაყენებს დასავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კი, ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. უმცირესობის ერთ–ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა,  ,,ნეტგაზეთთან“ დეტალურად ისაუბრა იმ არგუმენტებზე, თუ რატომაც უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში. მისი თქმით–– ამით ქუთაისი განვითარდება ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. ხოლო თუ ეს ასე არ იქნება, ,,მოხდება წარსულში დაბრუნება, როდესაც ერთი ქალაქი დომინირებდა...“  
             თემა იმდენად საყოველთაოა, რომ შეიქმნა დეპუტატთა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. 
              საზოგადოების აზრიც ასევე ორადაა გახლეჩილი.  მათ აზრებს, რა თქმა უნდა, იზიარებენ, თუმცა გადამწყვეტი ხმა მაინც დეპუტატთა საკონსტიტუციო უმრავლესობას აქვს.
               მე, როგორც ამ ქვეყნის შვილსა და XXI საუკუნის მოქალაქეს, ამ საკითხზე გამაჩნია ჩემი სუბიექტური მოსაზრება და, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, სანამ აშენებას დაიწყებდნენ, მანამ გამოეკითხათ ხალხისათვის. ახლა კი, რადგან ქუთაისში არის და იქ ფუნქციონირებს, შესაძლებელია პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.

                
წერილის ავტორი: VIIა  კლასის მოსწავლე
 ნიკა კირკიტაძე








No comments:

Post a Comment