იცით?
მე გული შემტკივა ჩვენს გარემოზე, ჩვენს ბუნებაზე, ზოგი ხომ ისე დაუდევრად ექცევა მას...
მე გული შემტკივა ჩვენს გარემოზე, ჩვენს ბუნებაზე, ზოგი ხომ ისე დაუდევრად ექცევა მას...
მოვრჩეთ, ხალხნო!.. ამ ჰაერით ხომ
ისევ ჩვენ ვსუნთქავთ, ისევ ჩვენ ვცხოვრობთ
ამ ბუნებაში?! მოვუფრთხილდეთ და მოვეფეროთ
მას!..
ბევრჯერ
მინახავს ქუჩები დანაგვიანებული; ხეებზე გადაფენილი პოლიეთილენის პარკები, ძირს დაყრილი მზესუმზირის
კანები...
თუმცა, ზოგს რომ ჰკითხო:
–– ეს ხომ ჩვენი მოვალეობა არ არის?!.
მერე რა, თუ დილის 6 საათიდან ჩვენი
მეეზოვეები საქმეს შეუდგებიან და ჩვენს
ქალაქს ამ სიბინძურეს მოაშორებენ!..
–– ეს მათი მოვალეობაა...–– ალბათ, ასე
იმართლებენ თავს... არ ფიქრობენ, რომ თავადაც ევალებათ ელემენტარული კულტურა
გამოიჩინონ ქუჩაში და არ დაანაგვიანონ!
მოდით, დავფიქრდეთ და მივხვდებით,
რას ვაკეთებთ, რას ვაფუჭებთ! მოდით, ერთად
ვიზრუნოთ გარემოზე! ის ხომ ჩვენთვის მასაზრდოებელი წყაროა! გვახსოვდეს, იმ ტოტს ნუ
ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ! ჩვენი დაუდევრობა ხომ პირდაპირ გლობალურ პრობლემებს
ქმნის და სამყაროს უფსკრულისაკენ მიაქანებს, რადგან მცირედით იწყება დიდი
პრობლემები.
რომელი
გირჩევნიათ?
ალბათ, ხვდებით, მე ამ სიტყვებით ბევრს
ვერაფერს ვერ ვიზამ, თუ ყველამ არ გაითავისა ეს პრობლემა...
XXI საუკუნის მოქალაქეებო,
მოდით, ერთად დავდგეთ და მოვუწოდოთ ხალხს, რომ ბუნება არ დავანაგვიანოთ და მოვუფრთხილდეთ მას! კმარა, რასაც ქარხნები, მანქანები, სხვადასხვა გამოსხივება და
ა.შ. აზიანებს მას... ადამიანებმა მივიყვანეთ აქამდე დედამიწა და ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ მის
გადარჩენაზე,.. ეს კი იმით იწყება, რომ
ყველამ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ!!!
წერილის ავტორი:VII–ა კლასის მოსწავლე ანა ფოცხვერაშვილი
No comments:
Post a Comment