ჩემ მიერ მოძიებულ
სტატიაში საუბარია დღევანელი
ახალგაზრდობის ჩაცმულობის სტილზე.
ავტორის პოზიცია უარყოფითია, მას არ მოსწონს, აკრიტიკებს და თან
ამბობს: როგორი მდგომარეობაც დღესაა საქართველოში, არასდროს არ ყოფილა. ეს პირსინგები, ტატუ, დახეული
შარვალები საშინელ იერსახეს შესძენს
ჩვენს ტრადიციებს. ადრე ახალგაზრდები მანდილის სილამაზეზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი კაბის
სიმოკლეზე და ტატუს სილამაზეზე
ეჯიბრებიან.
ამ აზრზეა ავტორი. მე რადიკალურად განსხვავებული აზრი მაქვს.
მოგეხსენებათ, დრო გადის, თაობაც იცვლება,
თაობის შეცვლა კი სიახლეებს მოითხოვს. ასევე იცვლება მოდაც. მეც მომწონს დახეული
შარვალი, მოკლე კაბა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დღევანდელი ჩაცმის სტილია. ყველას
აქვს გემოვნება და, რასაკვირველია, მათ
შორის, მეც. თუმცა ყოველთვის არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის გადაკვეთაზეც
თავი უნდა შევიკავოთ. ზოგმა მართლაც ძალიან დაამოკლა კაბა და დახია შარვალი,
ეს არა მარტო ზედმეტია, არამედ
არასასიამოვნოც; საზოგადოების ეს ნაწილი ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს
ძველ თაობაზე.
ჩემ მიერ დასახელებული სტატიის ავტორი იმასაც ამბობს,
რომ ისეთი უგემოვნო თაობა, როგორიც დღესაა, ჯერ არ ყოფილა. მართალია,
ის საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, თუმცა ამ სიტყვებით იგი დიდ შეურაცხყოფას
აყენებს დღევანდელ ახალგაზრდობას. მოდასა და ჩაცმის სტილზე დღესდღეობით ერთი ან ორი ადამიანი ვერ
იმოქმედებს; გემოვნებას, სტილს, ხასიათს და ა.შ.–– ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ
დრო ცვლის !..
ალბათ, გაგიგიათ, რომ მოდა
ყოველთვის იცვლება.... 2013
წელს მაგალითად, მოდის ტენდენცია არის მუქი იასამნისფერი და ღია ცისფერი:
ასევე კაბაზე გამოხატული ფიგურებიც:
შავის და თეთრის კომბინაცია. თუნდაც
ამ ფოტოზე ნაჩვენებია თეთრი პერანგი და შავი ელასტიკური შარვალი:
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძალზედ გემოვნებითაა შერჩეული. თუ დავუკვირდებით, ვფიქრობ, ეს ძალიან უხდება ამ არაჩვეულებრივ შერწყმას. მოდით, ნუ გავაკეთებთ იმაზე აქცენტს, რომ, რადგანაც ქართული ხალხური სამოსი ძველი, ტრადიციული, ელემენტებითაა შექმნილი, დღევანდელ ცხოვრებაში მისი გამოყენება არაპრაქტიკულია. არსებობს სამოსი, რომელიც თანამედროვეცაა და ძველ სახესაც არ კარგავს.
მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი:
საბედნიეროდ, დღემდეა შემონახული ის,
რაღაც პატარა დეტალი, რასაც ძველად ძლიერ აფასებდნენ––თუნდაც ქორწილში
სიძე–პატარძალი ეროვნული სამოსით.
მეგობერებო, მე ჩემი აზრი უკვე
დავაფიქსირე, ახლა კი დროა თავად შემაფასოთ და გამომეხმაუროთ ამ
თემასთან დაკავშირებით!
წერილის ავტორი:VII–ა კლასის მოსწავლე ელენე მაკარიძე
No comments:
Post a Comment