3.13.2013

გვეკუთვნის თუ არა ქართველებს კავკასიური ნაგაზი

                 ნაგაზი –– მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან–საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი ,,თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი) და ,,მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც  მივიღოთ და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია.                                 
        


  ნაგაზების ტრადიციული მეჯიშეები განსაკუთრებით თუშები იყვნენ, რადგან ისინი, ძირითადად,  მეცხვარეობას  ეწეოდნენ, ტრადიციულად თავიანთ ცხვართან ერთად მომთაბარეობდნენ და ყველგან ავრცელებდნენ  ამ ძაღლებს. 
           საუკუნეების მიჯნაზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთმა ,,კავკასიური  მეცხვარული ძაღლი (Кавказская Овчарка)“ და მისი სტანდარტი საერთაშორისო მასშტაბით დაარეგისტრირა, როგორც რუსული ჯიში. მათ აღრიცხეს ნაგაზები და თავიანთ ძაღლსაშენებში წაიყვანეს.
           საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია (,,სკფ“) ძალიან ბევრს ცდილობდა  ამ ძალზე უნიკალური ჯიშის გადარჩენას, თუმცა ხელისუფლება და ხალხი, თითქოს, არ იყვნენ დაინტერესებულნი ამ საქმით, რადგან ისინი აინუნშიაც არ აგდებდნენ ამ ქართული ჯიშის სხვა ქვეყნისაგან მიტაცებას.


       ამ მხრივ აღსანიშნავია აჭარის ყოფილი მმართველის, ასლან აბაშიძის, ძალისხმევა, დაებრუნებინა ეს ქართული ჯიში საქართველოსათვის. მან არაერთი კინოლოგი გაგზავნა რუსეთში და რამდენიმეთვიანი ,,ბრძოლის“ შემდეგ, ჩამოაყვანინა საქართველოში ამ ჯიშის ძაღლები. რა თქმა უნდა, ძაღლებისათვის საჭირო იყო სპეციალური მოვლა, რისთვისაც ბაზა საქართველოში ნამდვილად არ იყო  და  ასლან აბაშიძე შეუდგა ამ საკითხის მოგვარებასაც.
           პირველივე დაარსებულ ძაღლსაშენში აღზარდეს განსაკუთრებული ძაღლი–,,სიმბა“, რომელმაც ძაღლების პირველ გამოფენაზევე, 2000 წელს, მილანში, მსოფლიოს პირველობის თასი მოიპოვა.  აღსანიშნავია აქვე აღზრდილი ძაღლი ,,ბასმაჩი“,  მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი.  დღეს სიმბა აღარ არის ცოცხალი, თუმცა მაინც ახსოვს მსოფლიოს მისი სახელი, ხოლო მისი შთამომავლები კი მის წარმატებებს აგრძელებენ, უპირველესად ,,ბუთქუნა“ (მან 2010–სა და 2011 წლებში ევროპის პირველობა მოიპოვა).  აღსანიშნავია აქვე აღზრდილი ძაღლი ,,ბასმაჩი“, მრ
ავალგზის მსოფლიო ჩემპიონი. 
                                                                           


          ქართულ ძაღლთსაშენებში ამჟამად მთავარ მიმართულებადაა მიჩნეული საკმაოდ იშვიათი  ჯიშის თეთრი ნაგაზების მოშენება, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბით დიდი მოთხოვნილებაა. აგრეთვე, ჩვენი უნიკალური ჯიშის ძაღლთა პოპულარიზაციისათვის  აუცილებელია 2–3 სპეციალიზებული ქართველი კინოლოგისა და მსოფლიო რანგის მსაჯის არსებობა.
  
              თუ ჩვენ დავიბრუნეთ, გავზარდეთ და უამრავი გამოფენა მოვაგებინეთ კავკასიურ ნაგაზს, მაშინ გამოდის, რომ  ვერავინ ვერ გაზრდის მას ისე, როგორც ქართველი... და თუ ქართველი ზრდის მას ყველაზე კარგად, ეს ფაქტი  ხომ  ამტკიცებს, რომ  კავკასიური ნაგაზი ჩვენია და ის მშობლიურ გარემოში ყველაზე უკეთ  იზრდება?!

წერილის ავტორი:VIIკლასის  მოსწავლე
ავთანდილ კუბლაშვილი


No comments:

Post a Comment